ყიდვიდან გადავიდეთ გასაქირავებელი უძრავი ქონების ბაზარზეც. გაურკვევლობის ფონზე, მოთხოვნა მკვეთრად არის შემცირებული როგორც საოფისე და კომერციული ფართების ქირაზე, ისე ყიდვაზე. ეს არის თუ არ მეშლება კოვიდის შემდეგ პირველი კლების ტენდენცია. აქამდე ბაზარი მნიშვნელოვნად იზრდებოდა, ამის მიზეზი კი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან მზარდი ინტერესი იყო. რამდენიმე კვირის წინ ამ გადაცემაში "რამაქს კაპიტალის" დამფუძნებელი ამბობდა, რომ ქვეყნის მხრიდან გაცხადებული ოფიციალური პოზიციის გამო, რომელიც ევროპასთან მოლაპარაკებების შეჩერებას ითვალისწინებდა, უცხოური კომპანიების ნაწილმა გასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ნაწილი კი ვითარებას აკვირდება და მათი შემდგომი ნაბიჯებიც სწორედ მიმდინარე პროცესებზე იქნება დამოკიდებული. მეორეს მხრივ უცხოელების ქვეყანაში შემოსვლა მოთხოვნას ზრდის საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირაზეც. ამის ასახვა რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯზე განსაკუთრებულად ჩანდა, როცა ფასები მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებდა.
სტუმრები: ნიკოლოზ კახიძე - “ბესთ ჰოუმის” დამფუძნებელი; ვიქტორია საკუროვა - “საკურა ფროფერთის” დამფუძნებელი.
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან