მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული და საოფისე ფართების შეთავაზება m²-ისგან

მ2
05.06.24 15:04
991

m²-ის მიმდინარე პროექტებში კომერციული და საოფისე ფართების შეძენა შესაძლებელია. ამ მხრივ გამორჩეული შეთავაზებაა m³ საბურთალოს პროექტში, რომელიც 8000-მდე მცხოვრებზეა გათვლილი.

საცხოვრებელი და კომერციული ფართების გარდა, პროექტში გათვალისწინებულია საოფისე სივრცეების მოწყობაც, რაც დიდი და საშუალო ზომის ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს, გუნდთან ერთად "m³ საბურთალოს" ინოვაციურ უბანში გადმოვიდნენ სამუშაოდ, ეს კი ტერიტორიაზე მომხმარებელთა მუდმივ სიმრავლეს უზრუნველყოფს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კომერციული და საოფისე ფართების მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ, ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ფართები 90კვ.მ-იდან იწყება და 1000 კვ.მ-ს აღწევს.

„m³ საბურთალო პირველი ინოვაციური უბნის კონცეფციაა საქართველოში, რომელზედაც ცნობილმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია “ZGF”-მა იმუშავა. მდებარეობა საკმაოდ ხელსაყრელია, ვეფხი და მოყმის ძეგლიდან დაახლოებით 900 მეტრშია და საცხოვრებელ ზონებთან ერთად მოიცავს კომერციულ და საოფისე ფართებს, ასევე გასართობ სივრცეებს. მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და 2026-ში დასრულება. მთლიანად კომპლექსში 8 000-მდე ადამიანი იცხოვრებს.

70 კომერციული ფართია სულ რომლის 80% უკვე გაყიდულია, ამ ეტაპზე შეთავაზებაშია 16 კომერციული ფართი, 90-იდან 1000კვ.მ-მდე. შესაძლებელია როგორც ამ ფართების ყიდვა, ასევე ქირაობაც ჩვენი პოტენციური მომხმარებლების მხრიდან.

სივრცეები იდეალური ადგილია ისეთი ბიზნესებისთვის, როგორიცაა ბანკი, სუპერმარკეტი, აფთიაქი, კვების ობიექტი, ტურისტული სააგენტო, ბავშვთა გასართობი ცენტრი თუ კლინიკა. მნიშვნელოვანია, რომ კომერციული სივრცეები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადაპტირებულია ნებისმიერი საჭიროების მქონე პირებზე“, - განაცხადა m²-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიტა კიკნაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას.

კომპანიაში აცხადებენ, რომ m²-ის სურვილია, ადამიანებს და ბიზნესებს თავისი საქმიანობის ეფექტურად და თავისუფლად განხორციელებაში შეუწყოს ხელი, რის გამოც კომერციული და საოფისე ფართების შეძენის სპეციალური პირობა - 20/80 შექმნა. ამ დროისთვის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ V-VI კორპუსებში კომერციული ან საოფისე ფართი შიდა განვადებით შეიძინონ, რაც წლის ბოლომდე 20%-ის, წლის ბოლოს კი 80%-იან გადახდას მოიაზრებს.

ბაზარზე ოპერირების 17 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით m2-ში ამბობენ, რომ მათ დასრულებულ კომპლექსებში, კომერციული ფართები სრული დატვირთვით მუშაობს რაც თითოეული ბიზნესის წარმატებას განაპირობებს.

„ყიდვა შეიძლება როგორც ერთიანი გადახდით, ასევე შიდა განვადებით და იპოთეკური სესხით. შიდა განვადებით შეთავაზება გვაქვს კონკრეტულად მეხუთე და მეექვსე კორპუსებში არსებულ საოფისე და კომერციულ ფართებზე. 20% იფარება ამ წლის ბოლომდე და დარჩენილი 80%-ის გადახდა შესაძლებელია ერთიანად ან ბანკის იპოთეკური სესხით წლის ბოლოს.

ეს არის მრავალფუნქციური უბანი, სადაც ფასები მზარდია და ინვესტიცია მოგებიანია. ამის დასტურია, როგორც უბნის დასრულებულ ფაზაში, ასევე ჩვენს სხვა პროექტებში არსებული კომერციული ფართების გამოცდილება. არსებული საცობების ფონზე მოგეხსენებათ როგორი მნიშვნელოვანია ერთ სივრცეში მიიღო ნებისმიერი ტიპის მომსახურება. ჩვენს უბანშია „ბაქსვუდის“ სკოლა და ბაღიც, ასე რომ მეეჭვება, მოგინდეს სადმე გასვლა, როცა ყველაფერი ერთ სივრცეშია.

გრძელვადიან პერსპექტივაში, დაახლოებით 11-12%-ია უკუგების მაჩვენებელი აღნიშნულ ფართებზე. გასაყიდი კომერციული ფართების ფასი კვ.მ-ზე 2 250-იდან 2 900 დოლარამდეა, გააჩნია რომელ ფაზაშია და გადახდის რა პირობით ხდება შეძენა“, - განაცხადა მარიტა კიკნაძემ.

„m³ საბურთალო" სრულად დაცული, უსაფრთხო და თანამედროვე უბანი ინკლუზიურ მოთხოვნაზეა მორგებული, რომელიც სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. უბნის ცენტრალურ ნაწილს 14 000 კვ.მ. პარკი დაიკავებს, რომლის გარშემოც ბულვარი და ველობილიკი გაშენდება.

ამ დროისთვის პროექტის 6 კორპუსში მშენებლობა უკვე დასრულებულია, 4 კორპუსში კი მობინადრეები უკვე ცხოვრობენ. უბნის მშენებლობა 6 ფაზისგან შედგება, რომელიც სულად 2026 წელს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები