თანამედროვე ურბანული ცხოვრება მუდმივად ვითარდება და საცხოვრებელი კომპლექსების პროექტები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ერთ-ერთი მთავარი ტრენდი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, საცხოვრებელ სივრცეში კომერციული ობიექტების ინტეგრაციაა. კომერციული ობიექტები საცხოვრებელ სივრცეებს უფრო მიმზიდველს ხდიან და ხელს უწყობენ მათ ღირებულების ზრდას. კომპლექსების პოტენციური მობინადრეები სულ უფრო მეტად აფასებენ საცხოვრებლებს, სადაც პარკინგთან ერთად მრავალფეროვანი სერვისები და ობიექტებია ხელმისაწვდომი.
რუბრიკის წამყვანი: თამარ კანთელაძე - “თი ისთეითის” გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი; სტუმარი: ლაშა ოქრომჭედლიშვილი - “ექსოლოტ ინვესტმენტსის” მმართველი პარტნიორი;