"ჩვენ ვერ დავუშვებთ გამონაკლისებს ბანკებისთვის. ბანკს შეეძლება მიწის გაყიდვა ისე, როგორც ეს მიწის შესახებ ორგანულ კანონში იქნება ჩაწერილი“ – ამის შესახებ პარლამენტის აგრარული კომიტეტის ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ ,,ანალიტიკაში“ განაცხადა.
"მათ შეეძლებათ მიწის გაყიდვა მხოლოდ ქართველზე ფიზიკურ პირზე, ან იურიდიულ პირზე, ანუ ისე, როგორც ამას ორგანული კანონი დაარეგულირებს, რომლის კანონპროექტის ინიცირებაც ამ თვეში მოხდება. ჩვენ საბანკო სექტორიდან მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და შეხედულებები, ჩვენს საბოლოო რედაქციაში გვქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ბანკებთან. 23 აპრილს გვაქვს მორიგი შეხვედრა, რათა კომფორტი შევუქმნათ ფერმერებს და გლეხებს, და არა ბანკებს... თუმცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი პირობების გათვალისწინება, როგორც ვხედავთ, ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი აგროდაკრედიტების პორტფელი და შესაბამისად გვინდა, რომ ამ პროცესს კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ, ჩვენ ამისთვის აბსოლუტურად მზად ვართ, თუმცა პირველ რიგში გვინდა შევქმნათ კომფორტი ფერნმერებისა და გლეხებისთვის, რადგან მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ფინანსური რესურსი, აგრეთვე, ჩვენს ინტერესში შედის, რომ მიწა გახდეს კიდევ უფრო მეტად ლიკვიდური აქტივი ბანკებისთვისაც", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

























