2024 წელს იაპონური ტოიოტა სიახლეებით ხვდება. მსოფლიოს ყველაზე პოპულარული საავტომობილო ბრენდის ჩამონათვალში განახლებული Land Cruiser Prado გამოჩნდა, რომელიც ლეგენდარული მოდელის ახლებური, ახალგაზრდა და მეტად სპორტული მოდელია. ახალი Prado-ს წარდგენა რამდენიმე დღის წინ, ქვემო სვანეთში, “ტოიოტა კავკასიას” ორგანიზებით შედგა.