მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომფორტული, სანდო - როგორ აფასებს კომპანია “სკამი” საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკს

ss
12.06.24 19:30
673
სტატიაში საუბარია:

ბიზნესის მართვის პროცესი ყოველდღიურად სხვადასხვა გამოწვევებს უკავშირდება. ტრანზაქციები, ფინანსების ანალიზი, დოკუმენტაციის მართვა თუ სხვა საჭიროებები მცირე თუ დიდი ბიზნესისთვის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. სწორედ ამ პროცესების გამარტივების მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელთა საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებულ პლატფორმას — ბიზნეს ინტერნეტბანკს დიდი ხანია, ბიზნესებს სთავაზობს. ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებს მხოლოდ ერთი სივრციდან შეუძლიათ თანამშრომლებისთვის ხელფასის ჩარიცხვა, ამონაწერის გაკეთება, კომუნალურების გადახდა, პარტნიორებთან თანხის გადარიცხვა და სხვა ოპერაციების შესრულება.

ბიზნეს მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მათ განვითარებაზე მუშაობას. ბიზნესების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ფუნქციონალების გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

ინტერიერის დიზაინის და ავეჯის მაღაზია სკამი ბიზნეს ინტერნეტბანკს აქტიურად იყენებს. იმის შესახებ, თუ რას სთავაზობს ქართული კომპანია მომხმარებლებს და როგორია ბიზნეს ინტერნეტბანკთან ურთიერთობის გამოცდილება, სკამის დამფუძნებელი დირექტორი, გიორგი სურგულაძე, გვესაუბრა.

“სკამი არის ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს სკანდინავიური სტილის ხის ავეჯს სასადილო სკამებისა და მაგიდების მიმართულებით. ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი მომხმარებლების სურვილები და მათ ავეჯის წამყვანი საერთაშორისო ტრენდების ბაზაზე ვთავაზობთ ფართო ასორტიმენტს, ფერებისა და ზომების შეუზღუდავი არჩევანით. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებმა სრულად შეძლონ საკუთარ გემოვნებასა და ინტერიერს ავეჯის თითოეული დეტალი მოარგონ”, — ამბობს გიორგი სურგულაძე.

ბიზნესის მართვის პროცესში გიორგი სურგულაძე ბიზნეს ინტერნეტბანკს ყოველდღიურად იყენებს. გადარიცხვის ფუნქცია და ფინანსური მენეჯერი კი, გიორგის აზრით, ბიზნეს ინტერნეტბანკის ყველაზე კომფორტული ფუნქციონალებია.

“ბიზნეს ინტერნეტბანკს კომპანიის ფინანსური საქმიანობისთვის სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებისას ვიყენებთ. ამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ბიზნეს ინტერნეტბანკი არის ძალიან გამართული, მეგობრული და სანდო სისტემა, ამასთანავე, მუშაობს შეფერხების გარეშე. ბიზნეს ინტერნეტბანკის ფუნქციონალებიდან ჩემთვის ყველაზე კომფორტულია ფინანსური მენეჯერის ფუნქციონალი, გადარიცხვის ფუნქციონალი, ამონაწერის გაკეთების სიმარტივე და სისწრაფე, ასევე, ავტორიზაციის შეუფერხებლად მუშაობა. ყოველდღიურ რეჟიმში ვიყენებთ გადახდის და გადარიცხვის ფუნქციებს, რომლებიც კომფორტული, სანდო, სწრაფი და შეუფერხებელია”, — აღნიშნა გიორგი სურგულაძემ.

გიორგის თქმით, ნაშთების შემოწმების ფუნქცია ფინანსების მართვის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებს ბიზნეს ანგარიშზე არსებული ნაშთისა და განხორციელებული ტრანზაქციების შემოწმება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, რადგან ყველა გადარიცხვის შემდეგ ანგარიშზე ნაშთის ცვლილება მომენტალურად ისახება.

“ერთ-ერთი მთავარი კომფორტი, რაც საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკმა მოგვცა, არის ნაშთების ასახვის სისწრაფე და სიზუსტე (გადარიცხვების მომენტალურ ასახვასთან ერთად, დიდი კომფორტია ტერმინალით გატარებული ტრანზაქციების მომენტალური ასახვა, საგანვადებო ჩარიცხვების მომენტალური ასახვა). ნაშთების შემოწმება სიზუსტისა და კონტროლისთვის შეუცვლელი ფუნქციაა. ზოგადად კი, კომპანიის ფინანსების მართვის კუთხით, ყველა ფუნქციონალის ერთიანობა ამარტივებს და ასწრაფებს პროცესებს”, — ამბობს გიორგი.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებელი, რეგისტრირებას ამ ბმულზე შეძლებთ. საქართველოს ბანკის სხვა ბიზნეს პროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში სულ მარტივად ონლაინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები