ბოლო 5 წელიწადში მობილური ინტერნეტის ფასები 59%-ით შემცირდა, - ინფრმაციას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია 2017 წლის ანგარიშში აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით, თუკი 2013 წელს 500-700MB-მდე ინტერნეტის ღირებულება Magti-ს და Geocell-ს 10 ლარი ჰქონდათ, 2017 წლისთვის ფასი 3 ლარამდეა შემცირებული, რაც 70%-იანი კლებაა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ოპერატორი - Beeline ამ მოცულობის ინტერნეტს 2013 წელსაც 3 ლარად ყიდდა და ახლაც იგივე ფასი აქვს შენარჩუნებული. რაც შეეხება 1-1,5GB-მდე მოცულობის ინტერნეტს, მისი ფასი Magti-მ და Geocell-მა 15 ლარიდან 5 ლარამდე შეამცირეს, რაც ბოლო 5 წელში 67%-იანი კლებაა.
Beeline შემთხვევაში კი ამ მოცულობის პაკეტს 2013 წელსაც შედარებით იაფად - 7 ლარად ჰყიდდა და ის, 2017 წლის მდგომარეობით 4 ლარამდე, -67%-ითაა შემცირებული.

























