მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომისია: "მაგთი" და "ჯეოსელი" დემპინგური ფასით ოპერირებდნენ

5a9eaf0f17967
თამუნა დემეტრაშვილი
06.03.18 19:07
2388
"მაგთი" და "ჯეოსელი" კონკურენციის პირობებს არღვევდნენ და საჯარო უწყებებს დემპინგურ ფასად ემსახურებოდნენ, - ასეთია მარეგულირებელი კომისიის დასკვნა. საუბარია კონსოლიდირებული ტენდერის ტარიფებზე, რომლითაც ორივე კომპანია წლების განმავლობაში ემსახურებოდა საჯარო სექტორში დასაქმებულ აბონენტებს.

როგორც მარეგულირებელმა შესწავლის შემდეგ გაარკვია, ზარალმა 2017 წელს მაგთის შემთხვევაში 32 მილიონი, "ჯეოსელის" შემთხვევაში კი 7 მილიონი ლარი შეადგინა, რის კომპენსირებასაც კომპანიები სხვა წყაროებიდან ახდენდნენ - ეს კი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონის დარღვევაა, რადგან კონკურენციის პირობებს არღვევს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა კომპანიების თხოვნით პროცესი ერთი კვირით გადაიდო. სწორედ ერთი კვირის თავზე გაირკვევა, რა სანქციას დააკისრებს კომისია მობილურ ოპერატორებს.

შეგახსენებთ, რომ ეს დასკვნა კომპანიების 2017 წლის მუშაობის პერიოდს ეხება, რომელზე მუშაობაც ახლახანს დასრულდა. შედეგი კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გაძვირებული ტარიფებით ხელახალ ტენდერში გამარჯვებული სამივე ოპერატორი ცნობილია.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტენდერი, რომელიც შესყიდვების სააგენტომ დაბალი ტარიფებით დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა, ჩაიშალა. მიზეზად კონკურენციის არარსებობა დასახელდა, რადგან განაცხადი მასში მხოლოდ "ბილაინმა" წარადგინა, "მაგთიმ" და "ჯეოსელმა" კი უარი თქვეს. მაშინ ორივე კომპანიამ აღნიშნა, რომ დაემორჩილებოდნენ მარეგულირებელის მითითებას, არ მიეღოთ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა, რადგან ეს უკანასკნელი ტარიფების კანონთან შესაბამისობას სწავლობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები