მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომისია: "მობიტელი" ვერ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს 3G/UMTS ტექნოლოგიით მომსახურების ნაწილში

5891e0fd918f4
BM.GE
01.02.17 17:22
2077
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პირობების შესახებ წერილი სამივე მობილურ ოპერატორს გაუგზავნა.

როგორც კომისიაში ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, კომისია, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო უზრუნველყოფს ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროების ზედამხედველობას, კონკურენტულ და სამართლიან გარემოს ამ სფეროებში ავტორიზებული პირებისთვის და ლიცენზიის მფლობელებისთვის. 

„აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ელექლტრონული კომუნიკაციების სფეროში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებად ცნობილ კომპანიებს შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“ მიმართა წერილობით და განუმარტა, რომ მათ მიერ აღნიშნული ტენდერით დადგენილი პირობებით ფიჭური სატელეფონო მომსახურების მომხმარებლებისთვის მიწოდების შემთხვევაში, კომისია შეისწავლის კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით წინასწარი რეგულირების ფარგლებში მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესაძლო დარღვევის საკითხს, შემდგომი განხილვისა და კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

კომისიამ მიმდინარე წლის პირველ თებერვალს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე შეისწავლა შპს „მობიტელის“ ქსელში 3G/UMTS ტექნოლოგიით დაფარვის არეალი დრაივ-ტესტის საფუძველზე, რომელმაც 260 კმ მოიცვა (ქ.თბილისი, ქ. გორი, ქ. რუსთავი და ამ ქალაქების დამაკავშირებელი მაგისტრალები) და დაადგინა, რომ შპს „მობიტელის“ ქსელი 3G/UMTS ტექნოლოგიით აღნიშნულ ზონებში არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაეგზავნა პასუხი, რომ კომისიის აზრით, შპს „მობიტელი“ დღეის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს 3G/UMTS ტექნოლოგიით მომსახურების ნაწილში”, - განმარტავენ კომისიაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები