მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომისია: ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები იზრდება

5be29d4ae7f80
BM.GE
07.11.18 12:06
613
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წლის III კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2017 წლის III კვარტალთან შედარებით 12.7%-ით, 1,857,745 ლარით გაიზარდა.

"რაც შეეხება ორ ყველაზე დიდ მაუწყებელს, რომლებსაც ბაზრის 65% უკავიათ, 2018 წლის მესამე კვარტალში მათი სარეკლამო შემოსავლების ტენდენცია შეცვლილია. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 9%-ითაა გაზრდილი, ხოლო ტელეკომპანია „იმედს“ 2018 წლის III კვარტალში 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6%-იანი კლება აქვს.

კომისიამ მაუწყებლების შემოსავლების 2018 წლის III კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა შემოსავლებთან ერთად რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს მოიცავს", - აცხადებენ კომისიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები