მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომისიამ გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალიც დაუბრუნა და მსოფლიოს რეკორდიც - რატი იონათამიშვილი

სს

კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნა და მსოფლიოს რეკორდიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! დავიცავით გიგას უფლებები! კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც! გიგა ოჩხიკიძე, უკვე ორგზის ჩემპიონი ხარ!“ , – წერს რატი იონათამიშვილი.

გიგა ოჩხიკიძემ პარიზის პარალიმპიადაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გიგა ოჩხიკიძის შედეგები მოროკოს და ირანის დელეგაციებმა გაასაჩივრეს და ბირთვის კვრის ორგანიზატორება გადაწყვეტილება შეცვალეს. თუმცა, ქართულმა დელეგაციამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა პარასპორტსმენმა მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები