მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომისიამ "NTV+"-ს ავტორიზაცია შეუჩერა

5ae1eaaf71d2d
BM.GE
26.04.18 19:04
1131
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს „GUDA TV“-სთვის და „ნტვ+“-ისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იმსჯელა. მას შემდეგ, რაც კომისიამ სამ კომპანიას - შპს „GUDA TV“, „ნტვ+“ და შპს „Voxbone“-ს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოთხოვა, სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა.

შპს „GUDA TV“-მ კომისიას ავტორიზაციის გაუქმების თხოვნით მიმართა, „ნტვ+“-მ კი - ავტორიზაციის შეჩერების. რაც შეეხება შპს „Voxbone“-ს კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას შუამდგომლობით მიმართა და მისი საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება ითხოვა. კომისია შპს „Voxbone“-ის თემაზე ერთ კვირაში იმსჯელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები