მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომისიამ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა

5b19445e9afca
BM.GE
07.06.18 18:36
443
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი აზრის 2018 წლის კვლევის შედეგად რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2020 წლის 7 ივნისამდე იქნება. აღნიშნულ პერიოდში კომისია დამტკიცებული რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების გათვალისწინებით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსებს გამოაცხადებს.

"კომისიის გადაწყვეტილებით, კერძო საერთო ან სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსები სალიცენზიო განაცხადების გათვალისწინებით, ცალ-ცალკე გამოცხადდება, ასევე, ცალ-ცალკე გამოცხადდება კონკურსები მოქმედი რადიომაუწყებლებისთვის, მაუწყებლობის არსებული არეალის გაფართოების და ახალი ადგილობრივი მაუწყებელის შექმნის მიზნით. კონკურსის გამოცხადებისას და ლიცენზიის მაძიებელთა მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასებისას, კომისია მაუწყებლობის თითოეული სახეობისთვის (კერძო, სათემო) და კერძო მაუწყებლობის ქვესახეობისთვის (საერთო და სპეციალიზებული) დადგენილი რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტებით იხელმძღვანელებს. სათემო რადიომაუწყებლობაზე კონკურსები ცალკე გამოყოფილ სიხშირულ დიაპაზონში გამოცხადდება. ასევე, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ასახული პრიორიტეტული რადიოპროგრამების გათვალისწინებით იხელმძღვანელებს კომისია სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის შეფასებისას", - განმარტავენ კომისიაში. 

რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები შემდეგი თანმიმდევრობით, შემდეგ სამაუწყებლო ზონებში დადგინდა:

საქართველოს ტერიტორია (ეროვნული მაუწყებლობა)

1. საერთო რადიომაუწყებლობა

სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
სათემო რადიომაუწყებლობა


სამაუწყებლო ზონა GEO 250

1. საერთო რადიომაუწყებლობა

2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

სათემო რადიომაუწყებლობა


სამაუწყებლო ზონა GEO – 252

1. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2. საერთო რადიომაუწყებლობა

სათემო რადიომაუწყებლობა


სამაუწყებლო ზონა GEO – 253

1. საერთო რადიომაუწყებლობა

სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
სათემო რადიომაუწყებლობა


სამაუწყებლო ზონა GEO – 255

საერთო რადიომაუწყებლობა
სათემო რადიომაუწყებლობა
სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა


სამაუწყებლო ზონა GEO – 256

1. საერთო რადიომაუწყებლობა

სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
სათემო რადიომაუწყებლობა


სამაუწყებლო ზონა GEO – 257

1. საერთო რადიომაუწყებლობა

სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
სათემო რადიომაუწყებლობა


სამაუწყებლო ზონა GEO – 258

1. საერთო რადიომაუწყებლობა

სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა და სათემო რადიომაუწყებლობა (თანაბრად)


სამაუწყებლო ზონა GEO – 259

1. საერთო რადიომაუწყებლობა

სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
სათემო რადიომაუწყებლობა


სამაუწყებლო ზონა GEO – 261

სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
2. საერთო რადიომაუწყებლობა

სათემო რადიომაუწყებლობა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები