მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომისიამ სს "აი თი დი სის" წილის 51%-ის შპს "დიჯითალ ედსის" მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობა გასცა

5857e675535c2
BM.GE
19.12.16 17:54
1703
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წერილით სს „აი თი დი სიმ" მიმართა და პარტნიორების - ფიზიკური პირის მამუკა მონავარდისაშვილის წილის 19,4%-ის, ფიზიკური პირის გიორგი გარსევანიშვილის წილის 19,4%-ის და ფიზიკური პირის გურამ ხუნდაძის 12,2%-იანი წილის შპს "დიჯითალ ედსის" მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობა მოითხოვა.

ერთი მხრივ სს "აი თი დი სი" და მასთან აფილირებული ავტორიზებული პირები და მეორე მხრივ შპს „დიჯითალ ედსი" და მასთან აფილირებული ავტორიზებული პირები ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე საქმიანობენ. შესაბამისად, შპს "დიჯითალ ედსი" მიერ სს "აი თი დი სი" წილის 51 პროცენტის შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის რომელიმე სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბაზრის იმ სეგმენტებზე, სადაც მხარეები საქმიანობენ კონკურენტული გარემო უცვლელი დარჩება. კომისიამ შპს „აი თი დი სის“ წილის 51%-ის შპს "დიჯითალ ედსის" მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობა გასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები