მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტი ვახტანგ ბურკიაშვილის დანიშვნაზე ეროვნული ბანკისგან ინფორმაციას ითხოვს

5bc5ecdac236a
BM.GE
16.10.18 17:50
1351
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ვახტანგ ბურკიაშვილის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკისაგან ინფორმაციას ითხოვს. ამის თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"ვთხოვ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოგვაწოდოს ინფორმაცია ამ დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არ არის. რა პროცედურები ჩატარდა?- ეს ეროვნული ბანკის შიდა კომპეტენცია იყო, თუ საჯარო სამსახურის კანონიდან გამომდინარე? როგორც არ უნდა იყოს მოგვაწოდეთ ინფორმაცია", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის კრიტიკით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე რომან გოცირიძე გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა დამოუკიდებლობა დაკარგა და ხელისუფლება მის საქმიანობაში ერევა, რასაც წინააღმდეგობას ვერ უწევენ ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები. მისი თქმით, ორგანიზაცია "2030"-ის ექსპერტი ვახტანგ ბურკიაშვილი, ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, ხელისუფლების ჩარევით დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები