მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

5e4cfce29336d
BM.GE
19.02.20 13:16
1098
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილეს.

მომხსენებელმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ, განმარტა, რომ პროექტით ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მუნიციპალიტეტის სხვა საკუთარი უფლებამოსილებები დგინდება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს უფლებამოსილებები გარკვეული ვადით მოქმედებს, შესაბამისი ცვლილების მუხლი ემატება გარდამავალი შინაარსის დებულებებში. კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” სრულ შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“.

კანონპროექტის მიღება გამოიწვია „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში გასული წლის დეკემბერში შეტანილმა ცვლილებებმა, რომელიც თანახმადაც მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების, იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში ცვლილებების შეტანა, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები