დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს. პარლამენტარებმა არასაკმარისად მიიჩნიეს ეკონომიკის სამინსტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი და უწყებას მოსთხოვეს დამატებითი განმარტებები.
კონკრეტულად, საუბარია ნორმატიულ აქტებზე რომლებმაც უნდა განსაზღვროს, ენერგოეფექტურობის კანონპროექტის დეტალები. დეპუტატ ლევან კობერიძის განმარტებით, საჭიროა რეგილირების გავლენის დოკუმენტის მომზადება იმისთვის რომ ნათელი გახდეს, რა ტიპის ხარჯებთან ექნება საქმე ერთი მხრივ სახელმწიფოს, მეორე მხრივ კერძო სექტორს და მომხმარებელს.