მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომიტეტმა ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელის გამკაცრებას მხარი დაუჭირა

ვეტო
14.03.25 20:49
685

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიშესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსსემატება მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა და გადაგზავნას. ამასთანავე, მკაცრდება დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსემატება 2603 მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გაყიდვას.

ასევე, სისხლის სამართლის კოდექსსემატება 2602 მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებას ან/და გასაღებაში ხელშეწყობას. ამასთანავე, მკაცრდება დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსაგრეთვე ემატება 2611 მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა ან გადაგზავნას.

უმკაცრესი ბრძოლა უნდა იყოს გამოცხადებული ნარკოტიკების გამყიდველების, გამსაღებლების წინააღმდეგ. ამასთანავე, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობის ფორმებთან, მათ შორის, იძულებით მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მომხსენებელმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები