რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 2019 წლის პირველ ნახევარში, თითქმის ხუთჯერ გაიზარდა - ინფორმაციას რუსული გაზეთი "კომერსანტი" ავრცელებს.
გამოცემა Prian.ru-ს ანალიტკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ 2018 წელს საზღვარგარეთ რუსების მიერ შეძენილი უძრავი ქონების ქვეყნების რეიტინგში 23-ე პოზიციაზე მყოფი საქართველო დაწინაურდა და წელს მე-15 ადგილზე აღმოჩნდა.
გაზრდილი მოთხოვნას ექსპერტები საქართველოს კანონმდებლობის მოქნილობით ხსნიან.
"მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის კანონმდებლობა, რომელიც უცხოელებს უძრავი ქონების შეძენის საშუალებას აძლევს, ფასები და ხარისხიც მიმზიდველია’’, – დასძენს რუსი ანალიტიკოსი ანასტასია ფალეი.
ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავება რუსეთის მოქალაქეებში საქართველოს პოპულარობას სწრაფად არ შეამცირებს.
რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს გარდა, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზრდილია თურქეთშიც, სადაც 2019 წელს რუსებმა 2,8-ჯერ მეტი საცხოვრებელი შეიძინეს, ვიდრე - გასულ წელს.

























