მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "ახალი თევზი" დახურვის საფრთხის წინაშეა

5c24c58dabc71
BM.GE
27.12.18 16:45
3479
თევზის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ახალი თევზი“ დახურვის საფრთხის წინაშეა. როგორც „bm.ge-ს საწარმოს დირექტორმა, დიმიტრი წვერავამ განუცხადა, მაგისტრალიდან შესასვლელი გზა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უსართხოების მიზნით ჩაკეტა. ალტერნატიული გზით კი ნედლეულისა და პროდუქციის გადაადგილება უჭირთ.

„ახლა გვაქვს ყველაზე კარგი პერიოდი გაყიდვებისთვის, ჩვენ კი პროდუქციის გადატანა ხელით გვიწევს. ზოგიერთი თნამშრომელი სამსახურში მოსვლასაც ვერ ახერხებს“ - განაცხადა დიმიტრი წვერავამ.

ქარხანა ქარელის რაიონში, სოფელ ურბნისში მდებარეობს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ უკვე შემუშავებული და გადაგზავნილი აქვთ პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტში, თუ როგორ უნდა მოხდეს ე.წ ჯიბის გაკეთება იმისთვის, რომ არც საწარმო დაზარალდეს და არც მოძრაობას შეექმნას საფრთხე.

bm.ge საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც დაუკავშირდა და ჩვენ მათგან ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით.

 „ახალი თევზი“ „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა. კომპანიაში ამჟამად 100-მდე ადამიანი მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები