მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია Bolt-მა თბილისში ტარიფები შეამცირა

63c680fa12ff7
BM.GE
17.01.23 15:04
2980
ახალი წლის დაწყებას კომპანია Bolt-ში სიახლეებით შეხვდნენ - აპლიკაციაში ყველა კატეგორიის ტარიფი შემცირდა. ამიერიდან მომხმარებლები Bolt-ით მგზავრობას უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეძლებენ.

“ხარისხიან და უსაფრთხო მომსახურებასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ჩვენი სერვისის ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ დედაქალაქში ხელმისაწვდომი თითოეული კატეგორიის ტარიფის შემცირება.

გვჯერა, რომ ამ სასიამოვნო სიახლით უფრო მეტად გავამარტივებთ ზამთრის ცივ და თოვლიან ამინდებში ქალაქში გადაადგილებას”, - აცხადებენ კომპანია Bolt-ის წარმომადგენლები.

განახლებული ფასების შემოწმება უკვე შეგიძლიათ Bolt-ის აპლიკაციაში.


NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები