კომპანია "ჩირჩხელა“ ევროპული ბაზრის ათვისებას გეგმავს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა გური სალუქვაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ამ მიზნით აქტიური მუშაობაა დაწყებული, იგზავნება ნიმუშები და მუდმივი კომუნიკაციაა ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან, რომელიც კომპანიისთვის სამიზნე ბაზარს წარმოადგენს. "ჩირჩხელა" ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა და ათეულობით დასახელების ხილისა და ბოსტნეულის ჩირს, ასევე ჩურჩხელას და სხვა ტკბილეულს ამზადებს.
"ჩვენი მიზანი ევროპაში დამკვიდრებაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში დიდი მოთხოვნაა ჩირზე, ჩვენთვის კომფორტული ზონა ევროპაა. ძალიან ბევრ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში ვართ ჩართული, პირადად ვმონაწილეობ ათეულობით ტრეინინგში, რომ მოვიპოვოთ ევროპული გრანტი, რაც მოხმარდება ჩვენს წარმოებას და იმ სტანდარტის პროდუქტებს მივიღებთ, რომელიც დააკმაყოფილებს ევროპული ბაზრის სტანდარტს. ექსპორტზე უფრო მეტი მოთხოვნა ხილის ჩირებზეა, ჩვენ გვაქვს პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია, მთ ვუგზავნით პროდუქციის ნიმუშებს“ - განაცხადა გური სალუქვაძემ.
ამჟამად კომპანია პროდუქციას მხოლოდ საქართველოში ყიდის, ძირითადად საკუთარ საფირმო მაღაზიაში, რომელიც უკვე ტურისტულ ობიექტად იქცა. კომპანია ჩირებს გურიაში მდებარე საწარმოში ამზადებს.
"ჩვენი საწარმო ამჟამად გურიაშია, ჩემს მშობლიურ სოფელ ლიხაურში. 2016 წელს დავიწყეთ ოჯახური ბიზნესი, ჩვენი ინელექტუალურ-მატერიალური რესურსით, დავიწყეთ ხილის ჩირის წარმოება მცირე რაოდენობით, მაგრამ მრავალფეროვანი ასორტიმენტით, რადგან არ გვქონდა დიდი ფინანსური რესურსი, თავიდან პროდუქციას სოციალური ქსელით ვყიდდით, ამჟამად კი უკვე საკუთარი მაღაზია გვაქვს.
ამჟამად 100%-ით საქართველოში ვყიდით პროდუქციას, ძირთადად საფირმო მაღაზიაში, რომლიც მთაწმინდაზე, ბესიკის ქუჩაზე მდებარეობს. აქ გვაქვს ტურიტული ობიექტი, სადაც მოთხოვნიდან გამომდინარე დავიწყეთ ჩერჩხელების დამზდება დ გაყიდვაც, შევიტანეთ ქართველი მწარმოებლების, მცირე მარნების ღვინო და ჭაჭა, ქართული თხილი და სხვა. ამ ლოკაციამ იმის საშუალბა მოგვცა, რომ პატარა კაფეც გაგვეკეთებინა და ტურისტებისთვის ქართული ტრადიციული კერძები შეგვეთავაზებინა. ეს არის ე.წ კაფე-შოპი, რამაც უფრო მერი ტურისტი მოიზიდა. მათ თავადაც შეუძლიათ ამ კაფეში საკვების მომზადებაში მიიღონ მონაწილეობა, შეწვან მწვადი, ამოავლონ ჩურჩხელა და სხვა. გვაქვს ოჯახური,ძალიან მეგობრული გარემო, სწორედ ეს მოსწონთ მათ", - განაცხადა გური სალუქვაძემ.