კომპანია „ჭკვიანი თხილი“ მომხმარებლებს 4 დასახელების პასტას „ყოჩაღ ნუშს“, „გიჟმაჟ პეკანს“, „ჭკვიან თხილსა“ და „მოხერხებულ მიწის თხილს“ სთავაზობს, მალე კი მათ გოგრის თესლის პასტაც დაემატება. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო ანდრიაძემ განუმარტა.
„განსხვავებული პროდუქტი იქნება, ცხარე და მარილიანი. სახელად „გულადი გოგრა“ შევურჩიეთ,“- აღნიშნავს ნინო ანდრიაძე.
მისი განმარტებით, პროდუქტის გამოშვება 2020 წლის ბოლომდე იგეგმება.
როგორც ნინო ანდრიაძე განმარტავს, „ჭკვიანი თხილის“ პროდუქცია სუპერმარკეტ „ჯორჯიტასა“ და მაღაზია „8000 მოსავალშია" წარმოდგენილი, ასევე იყიდება რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზეც.
„ჭკვიანი თხილი“ დაახლოებით 3 წელია, რაც ფუნქციონირებს. ნინო ანდრიაძის განმარტებით, კომპანია პირადი სახსრებით დააარსა და საწყისმა ინვესტიციამ დაახლოებით 15 000 დოლარი შეადგინა. „ჭკვიანი თხილი“ დღეს 5 ადამიანს ასაქმებს.