კომპანია ClimaComfort წელს საქმიანობას მნიშვნელოვანი შედეგებით ხურავს, შეგახსენებთ ევროპელი პარტნიორების თანამონაწილეობით ეს კომპანია სულ რამდენიმე თვეა რაც ოპერირებს საქართველოში და მინდა იცოდეთ, რომ უკვე 20-ზე მეტი განხორციელებული პროექტით არის წარმოდგენილი თბილისსა და რეგიონებში. ჩემი ინფორმაციით, კომპანია კლიმაკონფორტის ქართული მენეჯმენტი აქტიურ კომუნიკაციაში საქართველოს წამყვან და ლიდერ დეველოპერულ კომპანიებთან. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან პარტნიორი ბანკების დახმარებით და ჩართულობით, განსაკუთრებით აქაც TBC დომინირებს, კლიმაკომფორტი სთავაზობს დამკვეთებს და ზოგადად, მომხმარებლებს მოქნილ, უპროცენტო შიდა გადახდას — როგორც მოგახსენეთ, TBC ბანკის მონაწილეობით. აქ არის კიდევ ერთი დეტალი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბინა ჯერ არ არის დასრულებული და დეველოპერს არ ჩაუბარებია, მომხმარებელი ეტაპობრივად იხდის, ხოლო ჩაბარების მომენტში გათბობა უკვე შეძენილი აქვს და მნიშვნელოვან ერთჯერად დიდ ხარჯს თავს არიდებს. შეგახსენებთ რომ კომპანია კლიმაკომფორტი საქართველოში წარმოადგენს ბრენდებს DiscreteHeat (ბრიტანეთი), Variotherm (ავსტრია), Soffio (პოლონეთი), ENGO (პოლონეთი) და Panasonic (იაპონია),რითაც უზრუნველყოფს დამკვეთებისთვის თანამედროვე გათბობა-გაგრილების სისტემებს, რომელიც სრულიად თანამედროვეა და ფაქტიურად, არის ჩაშენებული კედელში და ანაცვლებს როგორც რადიატორებს და ასევე კონდიციონერებს.


































