მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia „ციფრული ფოტომატიანეს“ მხარდამჭერი გახდა

6479d2aa41a01
BM.GE
02.06.23 15:34
401
დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia -ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანია ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის, „ციფრული ფოტომატიანის“ მხარდაჭერა, რომელიც მიზნად ისახავს გასული ორი საუკუნის და ამ საუკუნის დასაწყისის ვიზუალური ისტორიის შექმნას.

როგორც "Coca-Cola Bottlers Georgia"-ს დამფუძნებელი თემურ ჭყონია მედიასთან საუბრისას აცხადებს, კომპანია მზადაა, რომ ყველა იმ პროექტში, რომელიც საქართველოს ისტორიას გააცოცხლებს, აქტიურად ჩაერთონ.

"ჩვენ ვიწყებთ გრანდიოზულ პროექტს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ხელს უწყობს, რომ ეს პროექტი ძალიან მასშტაბური გავხადოთ. პროექტის ფარგლებში იწყება იმ ფოტოების გაციფრულება, რომელიც დაახლოებით 200 წლის განმავლობაში არავის უნახავს, არის ფოტოები, რომელიც ასახავს საქართველოს ისტორიას - კარგი პერიოდიდან, საშუალო პერიოდიდან და იმ უბედური კომუნისტური პერიოდიდანაც. აქ არ იქნება წარმოდგენილი მხოლოდ ცნობილი ადამიანები, არამედ აქ იქნებიან წარმოდგენილი მათი ოჯახებიც. ამ პროექტში ჩართული იქნება როგორც თბილისის, ისე ოზურგეთის, ქუთაისისა და ზუგდიდის ბიბლიოთეკები. ჩვენ პროექტს ვეხმარებით ფინანსურად და მარკეტინგულად", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

აღსანიშნავია, რომ „ციფრული ფოტომატიანე“ საუკეთესოდ აღწერს ეპოქების სულს. ამ პროექტის საშუალებით უამრავი ადამიანის იდენტიფიცირებაც გახდა შესაძლებელი. ეროვნული ბიბლიოთეკა აციფრულებს ფირების ნეგატივებსაც, რომლებიც ძველ ფოტოატელიეებს აქვთ შემონახული.

ახლახან აღმოჩნდა ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ფოტოები. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მიხეილ მესხის უნიკალური არქივის გაციფრულება; ასევე გურიაში დაცული ფოტოატელიეს ორმოცწლიანი ისტორიის დიგიტალიზაციის. შეთანხმებულია ქუთაისის ისტორიული მუზეუმის, ზუგდიდის სახელმწიფო-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდების გაციფრება.

როგორც ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, Coca-Cola-სთან თანამშრომლობა პროექტს უფრო ფართო მასშტაბებს შესძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები