მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია “დიო” 25 წლისაა

BM.GE
16.06.21 09:35
703
,,დიო’’-ს ისტორია 25 წლის წინ იწყება. 1996 წელს, როცა ქვეყანაში არაფერი ხდებოდა და ასე არაფრით, ნულოვანი კაპიტალით დაფუძნებული კომპანია და ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნამდე გაიზარდა და შესაბამისად გაიზარდა ასორტიმენტი. კომპანია დღესდღეობით 70-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებენ. დიოს ნაწარმს შეხვდებით ყველგან, ალბათ თქვენს სახლებშიც, ოფისებში სადაც ყოველდღიურად ხვდებით, საჯარო სივრცეებში და შეკრების ადგილებში.

საუკუნის მეოთხედში კომპანიამ საკმაოდ დიდი და მყარი საწარმოო ჯაჭვი შექმნა, რომელის დაწყებული ნედლეულის შერჩევით, იმპორტით, დასაწყობებით, წარმოებით, ინსტალაციით და გაყიდვების შემდგომი სერვისით - მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიქმნას კომფორტი და ინოვაცია სახლში და გარეთ. 1994 წელს საქმე ირმა დაუშვილმა დაიწყო, მალევე ოჯახის სხვა წევრებიც შეუერთდნენ ირმა ირმა კომპანიის გენერალური დირექტორია, თამაზ დაუშვილი აღმასრულებელი დირექტორი, თამარ დაუშვილი ფინანსებს განაგებს და კომპანიის ფინანსური დირექტორია. 96 ში ოფიციალურად დარეგისტრირებული დიო 2021 წლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანიის პორტფელშია საწარმო, შოუ რუმი, 5 ფილიალი: თბილისი (დიღომი; საბურთალო), თელავი, ქუთაისი, ბათუმი და კარგად ორგანიზებული სადილერო ქსელი, რომლითაც მთელს საქართველოში ფართოდ არის წარმოდგენილი.

სტუმრები: ირმა დაუშვილი - კომპანია ,,დიო’’-ს დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი;
თამაზ დაუშვილი - კომპანია ,,დიო’’-ს მმართველი პარტნიორი, აღმასრულებელი დირექტორი;
თამუნა დაუშვილი - კომპანია ,,დიო’’-ს ფინანსური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები