საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, მოკვლევის ფარგლებში მიღებული მასალებისა და ინფორმაციების დამუშავების საფუძველზე, შპს „დნას“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11³ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი დაადასტურა, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ზე შპს „დიზაინ ჰაუსის“ რეპუტაციისა და ინტერესის შემლახველი ცნობების გავრცელებაში გამოიხატება.
კანონდარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შპს „დნას“ დაევალა - დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდიდან იდენტური/მსგავსი პოსტის/პოსტების წაშლა, რომელიც მომხმარებელს შპს „დიზაინ ჰაუსის“ შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდის. მოკვლევას საფუძვლად 2017 წლის პირველ დეკემბერს, შპს „დიზაინ ჰაუსის“ მიერწარმოდგენილი საჩივარი დაედო.

























