“ჩვენ უკვე შევედით სტომატოლოგიურ ბიზნესში და დავიწყეთ სტომატოლოგიური კლინიკების განვითარება”, - ამის შესახებ bm.ge -თან კორპორაცია „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ რიგში, კომპანია ამ სერვისს საკუთარ კლინიკებში განავითარებს.
„პირველ რიგში, ჩვენს კლინიკებში დავიწყებთ განვითარებას და მერე უკვე გარეთ გავალთ. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ვაქტიურდებით სამედიცინო მიმართულებით”, - აცხადებს გამყრელიძე.
ამასთან, bm.ge -თან საუბარში კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სამედიცინო ტურიზმის მხრივ გააქტიურებასაც აანონსებს და ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრებს გეგმავს.
„ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან უნდა ჩამოვიყვანოთ სამედიცინო ტურისტები. ევექსს აქვს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ვგეგმავთ ამ კუთხით ეკონომიკის სამინიტროსთან თანამშრომლობას, ეს დარგი სახელმწიფოს დონეზეა ასაყვანი. მხოლოდ ერთი კომპანია ვერ დადებს შედეგებს. ახალი უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო უნდა გავაჩინოთ ქვეყანაში”, - აცხადებს გამყრელიძე.

























