კომპანია „ფოლადის სახლის" ორგანიზებით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი, უკვე ტრადიციად ქცეული წინასააღდგომო საქველმოქმედო აქცია გაიმართა. გარდაბნის რაიონ სოფელ მარტყოფში 300 სოციალურად დაუცველ ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა.
„ფოლადის სახლი“ დაარსების დღიდან გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ყოველთვის გვერდით უდგას ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, მითუმეტეს დღევანდელ მდგომარეობაში, როცა პანდემია ყველა ჩვენთაგანს შეეხო.
“ფოლადის სახლის" საქველმოქმედო აქტივობა არ არის ერთჯერადი ხასიათის და კომპანია მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას.
(NS)