მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია GPR-მა საქართველოში პეკანის კაკლის წარმოება დაიწყო - როგორია მისი ფასი ევროპის ბაზარზე?

60d72f51ee497
ლიკა გურაბანიძე
26.06.21 23:00
2803

“ევროპის ქვეყნებში პეკანის კაკლის გული 7-დან 9 დოლარამდე იქნება.” - ამის შესახებ bm.ge-ს თხილის გადამამუშავებელი ქართული კომპანია "ჯორჯიან პროდაქტ რენესანსის" (GPR) თანადამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ განუცხადა.

კომპანიამ წარმოებას თხელნაჭუჭა, წაგრძელებული თხილის ფორმის ამერიკული ჯიშის კაკალ პეკანის გადამუშავების ხაზი დაამატა. როგორც ბაია სალუქვაძემ აღნიშნა, ქართული პეკანი 100%-ით ექსპორტზეა გათვლილი.

“შესაძლოა ფასები შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების საკითხი. ჩვენს მყიდველებს და ექსპერტებს პეკანის კულტურაზე ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ საქართველო პეკანის კაკლის ჯიშის წარმოებას შეძლებს, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. მოტივაცია მხოლოდ ექსპორტია და გვსურს, რომ პეკანის კაკალი საქართველოდან, როგორც GPR პეკანი ისე გავიდეს.” - განაცხადა სალუქვაძემ.

ცნობისთვის: ამჟამად GPR-ი შარშან შეძენილი 22 ტონა პეკანის პირველ მოსავალს ამუშავებს.

გადამამუშავებელი ხაზი გაშრობას, დალაგებას, გატეხვასა და დაფასოებას მოიცავს. კომპანიამ კილოგრამი ქერქიანი პეკანიდან, საშუალოდ, 45-46% გასუფთავებული კაკალი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები