მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანია Hueck-ის საქართველოს წარმომადგენლობა Caucasus Build 2019-ში მიიღებს მონაწილეობას

5cadcc364ed84
BM.GE
10.04.19 14:57
670
გერმანული ალუმინის სისტემების მწარმოებელი კომპანია Hueck-ის საქართველოს წარმომადგენლობა 11-14 აპრილის ჩათვლით, მონაწილეობას იღებს მშენებლობისა და ინტერიერის ერთ-ერთ უმსხვილეს 24-ე საერთაშორისო გამოფენაზე - Caucasus Build 2019. ღონისძიება გაიმართება „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში.
გამოფენაზე ექსკლუზიურად წარმოდგენილი იქნება HUECK-ის უახლესი ცეცხლგამძლე საფასადე და კარ-ფანჯრების სისტემები, რომლებიც აკმაყოფილებს ნებისმიერი საერთაშორისო 5- ვარსკვლავიანი სასტუმროს ბრენდის მოთხოვნებს.

დამთვალიერებელი გაეცნობა კომპანიის შესრულებულ პროექტებს: „მერსედეს ბენცის ცენტრი“, „პანორამა თბილისი“, „ჰაუსარტ პლაზა’ და სხვა. მათ ასევე მიეცემათ საშუალება გაეცნონ ინდუსტრიის სიახლეებს და მონაწილეობა მიიღონ ‘ჰუკის“ გათამაშებაში.

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ეწვიოს ჰუკ ჯორჯიას სტენდს 11-14 აპრილის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე, მეთერთმეტე პავილიონში, ექსპოჯორჯია, აკაკი წერეთლის 118.

Hueck-ი ალუმინის სისტემების მწარმოებელი გერმანული კომპანიაა, 200 წლიანი ისტორიით. 2018 წელს, Hueck UK-ს, მშენებლობისა და ინჟინერიის დაჯილდოებაზე აქვს მოპოვებული ჯილდო-ალუმინის სისტემის საუკეთესო მწარმოებელი ირლანდიასა და ინგლისში. ჰუკი მომხარებელს სთავაზობს ალუმინის კარ-ფანჯრის და საფასადე სისტემებს და ინდივიდუალური პროექტების დაგეგმარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები