17 წელი ხარისხისა და სანდოობის გზაზე - ,,იმპოსტი ჰოლდინგი’’ დღეს დაარსებიდან 17 წელს აღნიშნავს.
ამ წლების განმავლობაში კომპანიამ ეტაპობრივად განიმტკიცა პოზიციები, დააგროვა მდიდარი პროფესიული გამოცდილება და განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
მშენებლობის სრული ციკლი - სხვადასხვა დანიშნულების შენობების რეაბილიტაცია, რესტავრაცია, მშენებლობა, რემონტი, სრული საინჟინრო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, მომსახურება რთულად მისადგომ რეგიონებში - არის ის მთავარი უპირატესობა, რაც „იმპოსტი ჰოლდინგის“ საქმიანობის გამორჩეულ ნიშანს წარმოადგენს.
ძველი თბილისის ისტორიული ძეგლების სრული რეაბილიტაცია, კულტურული მნიშვნელობის შენობების რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, სამედიცინო დაწესებულებების, სკოლების, სასტუმროების, მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობა - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია „იმპოსტი ჰოლდინგის“ მიერ განხორციელებული პროექტების მდიდარი პორტფოლიოდან.
17 წლიანი გამოცდილება მტკიცებულებაა კომპანიის სტაბილურობის, პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის.
„იმპოსტი ჰოლდინგი“ მადლობას უხდის პარტნიორებს, თანამშრომლებსა და მომწოდებლებს ნდობისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.
კომპანია აგრძელებს იმ პროდუქტის შექმნას, რომელიც უძლებს დროს!


























