მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დამატებით 300 ადამიანს დაასაქმებს

58a70ad3f168f
BM.GE
17.02.17 18:37
1530
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 22 თებერვალს დამატებით 300 ადამიანს დაასაქმებს. კომპანია დასაქმების ფორუმს „ექსპო ჯორჯიაში“, მესამე პავილიონში გამართავს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფორუმის მიზანია ტექნიკური, კომერციული და ადმინიტრაციული მიმართულებებით განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტების მოზიდვა, შერჩევა და დასაქმება.

„ტრადიციულად, პროექტის მხარდამჭერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელმაც მათ სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს (www.worknet.gov.ge) ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ არსებული აქტუალური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დასაქმების ფორუმზე მიიწვია“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, დასაქმების ფორუმის აქტიური მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია და საკრებულო.

ღონისძიებაზე კანდიდატებს საშუალება ექნებათ სასურველი ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად კომპანიის დარგობრივი მიმართულების ექსპერტებს გაესაუბრონ.

დასაქმების მსურველებმა სასურველია ონლაინ რეგისტრაცია, წინასწარ, კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე გაიარონ.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, კომპანიამ 2017 წელი, წინა წელთან შედარებით, გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც, თავის მხრივ, ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, 80 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობს. კომპანიის ძირითადი საინვესტიციო მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლებაა.

„შესაბამისად კომპანიისთვის აუცილებელია ახალი კადრების მოზიდვა და პროფესიული გადამზადება, რისთვისაც დასაქმების ფორუმი საუკეთესო საშუალებაა. ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს“, - განმარტავენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები