მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია „კოკა-კოლას ბოთლერს ჯორჯიას“ განცხადება

კოკა-კოლა
30.12.25 17:21
670

კოკა-კოლას საახალწლო ქარავანმა 19 დეკემბრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით სიხარული, ბედნიერება, სადღესასწაულო და ახალი წლის განსაკუთრებული ხიბლი მოიტანა.

კომპანია „კოკა-კოლას ბოთლერს ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ამინდის მკვეთრად გაუარესების, დიდთოვლობისა და მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოკა-კოლას საახალწლო ქარავანმა დასავლეთ საქართველოში, დაგეგმილი მარშრუტის სრულად შესრულება ბოლო ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ემოციური შეხვედრა გვქონდა ქობულეთში, ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო, უსაფრთხოების მიზნით იძულებულნი გავხდით გადაადგილება შეგვეჩერებინა. ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, სამწუხაროდ ქარავანი გუშინ ბათუმში ვერ ჩავიდა. ასევე ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დღეს გაუქმდა კოკა-კოლას ქარავანის ჩასვლა შიდა ქართლის რეგიონში - ხაშურში, გორსა და სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც ქარავანს უკვე წლებია ტრადიციულად ელოდებიან.

გულწრფელად გიხდით ბოდიშს ყველას, ვინც მოუთმენლად ელოდა კოკა-კოლას ქარავანს და იმ სიხარულს, რომელსაც ყოველწლიურად ერთად ვქმნით. ვაფასებთ თქვენს სიყვარულსა და თბილ მოლოდინს; გვესმის იმ უსიამოვნო განცდის, რაც ამ ცვლილებამ შეიძლება გამოიწვია.

შევხვდებით მომავალ წელს. ისევ მოვივლით მთელ საქართველოს, კიდევ უფრო დიდი სიხარულით, მეტი სიურპრიზითა და განსაკუთრებული საახალწლო განწყობით. ჯადოსნური ტრადიცია აუცილებლად გაგრძელდება - ახალ წელს კვლავ კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი მოიყვანს.

კოკა-კოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები