საბანკო რეგულაციები შესაძლოა შემსუბუქდეს, - ამის შესახებ Bm.ge-ის სამშენებლო კომპანია “ლექსველის” დამფუძნებელმა არჩილ ხვედელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, იგეგმება რეგულაციების იმ ნაწილის გაუქმება, რომელიც სესხის გაცემას უკავშირდება.
კომპანია “ლექსველის” დამფუძნებელი არ აკონკრეტებს, საიდან აქვს აღნიშნული ინფორმაცია.
„იმდენად უარყოფითი გავლენა იქონია ამ რეგულაციებმა და ეკონომიკას იმდენად დიდი ზიანი მიადგა, რომ აპირებენ საბანკო რეგულაციების შემსუბუქებას. საქართველო არ არის იმ დონეზე, რომ უძრავი ქონების შეძენა ადამიანებმა საკუთარი დაგროვებული ფულით შეძლონ, ამიტომ რეგუალციების შემსუბუქება ერთგვარი გამოსავალი იქნება“, - განაცხადა ხვედელიანმა.

























