მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია „მეგობრობა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

64b798d986b20
BM.GE
19.07.23 12:03
485
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ რეჟიმში ზრდას, ამჯერად BAG-ის კომპანია „მეგობრობა“ შეუერთდა, რომელიც 2005 წელს დაარსდა. თავდაპირველად კომპანია ალუმინის და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადებაზე მუშაობდა, თუმცა დღეს მრავალპროფილურ საწარმოს წარმოადგენს და მომხმარებელს 100-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს.

საქართველოს მასშტაბით კომპანიას ათასობით წარმატებით შესრულებული პროექტი აქვს. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „მეგობრობამ“ საზღვარგარეთ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი განახორციელა, კერძოდ კი კანადაში გაიგზავნა და დამონტაჟდა კომპანიის საწარმოში შექმნილი ალუმინის საფასადე და შემინვის სისტემები, რომელიც საერთაშორისო ნორმებს სრულად აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან კომპანიამ დაიწყო სამშენებლო და დეველოპერული საქმიანობა და დღესდღეობით აქვს ათეულობით წარმატებით მიმდინარე და დასრულებული, რისი დასტურიცაა ათასობით შესახლებული ოჯახი.

გამორჩეულ პროექტებს შორისაა პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლი M Tower ორთაჭალა, რომლის მშენებლობაც „მეგობრობამ“ 2022 წელს დაიწყო და რამდენიმე წელში დედაქალაქს კიდევ ერთი დახვეწილი არქიტექტურული ნამუშევარი შეემატება.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, რაც კიდევ უფრო გვაძლიერებს, რადგან ბიზნესის ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის. მივესალმებით კომპანია „მეგობრობას“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დიდ ოჯახში, მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და წინ ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები