მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია MGMtex მზადაა, პირბადეები აწარმოოს

5e736994527a4
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.20 09:00
3212
ქუთაისში არსებული ტექსტილის საწამორმო „ემჯიემტექსი“ პირბადეების წარმოებისთვის მზაობას გამოთქვამს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დირექტორმა ელიზბარ ლომინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საწარმო ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პირბადეებისთვის საჭირო მასალის მოწოდებას ელის.

„ჩვენ მზად ვართ, რომ უსასყიდლოდ შევკეროთ სახელმწიფოსთვის პირბადეების გარკვეული ნაწილი. ამისთვის ჩვენს საწარმოში რამდენიმე ხაზი გამოიყოფა, სადაც უშუალოდ მოხდება პირბადეების კერვა. ველოდებით ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პირბადეებისთვის საჭირო მასალის - მარლის გადმოცემას“, - განაცხადა ელიზბარ ლომინაძემ.

მან საწარმოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არსებულ სირთულეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეჩერებამ მათს თანამშრომლებს გადაადგილების პრობლემა შეუქმნა.

„ამ ეტაპზე ვდგავართ ტრანსპორტირების პრობლემის წინაშე, რადგან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვამ შეაფერხა ჩვენი თანამშრომლების სამუშაო ადგილამდე მოსვლა. თუმცა,  ისინი ფეხით მოდიან საწარმოში, რაც ერთგვარი დისკომფორტია. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვაპირებთ საწარმოო პროცესის შეჩერებას და 320 თანამშრომლის შვებულებაში გაშვებას“, - განაცხადა ლომინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები