კომპანია "ნატვიტს" უძრავი ქონება 1 ლარად გადაეცა
"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში კომპანია ,"ნატვიტს" არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და უძრავი ქონება მთავრობის განკარგულებით 1 ლარად გადაეცა. 7662 კვადრატული მეტრი მიწა და შენობა-ნაგებობები თელავში, სადგურის ქუჩაზე მდებარეობს. დადგენილების მიხედვით, კომპანიას ვალდებულია 2 წელში შექმნას არაალკოჰოლური სასმელების საწარმო და წარმოებაც დაიწყოს, ასევე ევალება 399 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. კომპანია ,,ნატვიტი“ 2016 წელსაა დაფუძნებული და სოფიკო და გიორგი გურაბანიძეების საკუთრებაშია.