მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანია "ნაზვრევი" ღვინის წარმოებას იწყებს

5ab8a1009a016
მარი როჭიკაშვილი
26.03.18 11:25
1090
კომპანია "ნაზვრევი" ბიო ღვინის წარმოებას იწყებს. როგორც bm.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა კოტე თოფურიამ განუცხადა, სპეციალური ბიოსერტიფიკატის მიღებას აპრილში ელოდებიან.

მასერტიფიცირებელი ორგანო "კავკასსერტი", რომელიც ბიოსერტიფიკატს გასცემს უკვე სამი წელია ვენახებზე ინსპექტირებას ახორციელებს.

"მათი ყველა მოთხოვნა შევასრულეთ. აპრილში 3-წლიანი ვადა იწურება და ველოდებით სერტიფიკატს", – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

მეურნეობაში პარალელურად მარნის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც ზაფხულში იგეგმება. წელს 5 ტონა ბიო ღვინის წარმოება იგეგმება. მთლიანი სიმძლავრე კი 20 ტონაა. თავდაპირველად ღვინო ორი ჯიშის ყურძნისგან - საფერავისა და რქაწითელისგან იწარმოება, უახლოეს პერიოდში მას დაემატება მწვანე და ქისი.

კოტე თოფურია ფიქრობს, რომ პირველ პარტიას ადგილობრივ ბაზარზე გაყიდიან, თუმცა გეგმებში პროდუქციის ექსპორტზე გატანაა.

შპს “ნაზვრევი” 2014 წელს, საგარეჯოს რაიონის, სოფელ ნინოწმინდაში დაფუძნდა და აგრო ბიზნესითაა დაკავებული. მენეჯმენტმა მეურნეობაში 200 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის საკუთრებაშია ასევე სატბორე მეურნეობა, სადაც მტკნარი წყლის თევზს აწარმოებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები