მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "აპტოსის" ძაფები უკვე 75 ქვეყანაშია წარმოდგენილი - გიორგი სულამანიძე

609fd209a2806
ინგა მურუსიძე
16.05.21 11:30
2390
ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით მომუშავე კომპანიის "აპტოსის" ძაფები უკვე 75 ქვეყანაშია წარმოდგენილი, - ამის შესახებ "აპტოსის" ძაფებისა და მეთოდების თანაავტორმა გიორგი სულამანიძემ გადაცემა Forbes-ის კვირის ეთერში განაცხადა. მან გასულ წელსა და პანდემიის დროს წარმოქმნილ კრიზისზე ისაუბრა.

"არასოდეს წარმომედგინა, რომ ჩვენი ტიპის ბიზნესს, რომელიც მუშაობს 75 ქვეყანაში, რაღაც კრიზისი შეიძლებოდა შექმნოდა, რომელიც ყველა ქვეყანას მოედებოდა. ეს არის კრიზისი, რომელსაც არავინ ველოდებოდით."

გიორგი სულამანიძის თქმით, მათ კომპანიას მსოფლიოს გარშემო 200-მდე ტრენერი ჰყავს, რომლებიც ესთეტიკური მედიცინის პროფესიონალებს კომპანიის პროდუქციის გამოყენებისთვის ტრენინებს უტარებენ. სულამანიძე აღნიშნავს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ კომპანია ამ მხრივ გადაეწყო და ონლაინ-ტრენინგები დაიწყო. 

"რადგან ეს სამედიცინო პროდუქტია, ექიმი უნდა დატრენინგდეს, საამისოდ 200-სზე მეტი ტრენერი გვყავს მსოფლიოში, რომელიც ატრენინგებს და საქართველოშიც კი კვირაში ერთხელ, ორჯერ, მსოფლიოდან ჩამოსულ ექიმებს კურსებს უტარებდნენ.
პანდემიის დროს მსოფლიო ექიმების გადამზადება-ტრენინგები გაჩერდა, თუმცა გადავეწყვეთ და უკვე კარგა ხანია გადავედით ონლაინ-ტრენინგებზე. უკვე ერთი თვეა უცხოელი ექიმები შემოდიან და ვატრენინგებთ, თუმცა მანამდე მთელი წელი ონლაინ-ვატრენინგებდით,"- ამბობს სულამანიძე.

გიორგი სულამანიძის თქმით, 2020 წელი ესთეტიკურ მედიცინაზე მოთხოვნის თვალსაზრისით ჩავარდნილად არ შეიძლება შეფასდეს.

"თვითონ ესთეტიკური ბიზნესი არ ჩავარდა. როდესაც ადამიანი სახლში ზის, თანხასაც ვერ ხარჯავს ვერც ტანსაცმელზე, ვერც დასვენებაზე, ფიქრობს იმაზე, რომ თავისი ფსიქოლოგიური ყოფა გაალამაზოს და ეს აისახება ვიზუალზე. სწორედ ამ დროს მიმართავენ ესთეტიკას, პლასტიკურ ქირურგს", - განაცხადა მან.

სულამანიძის თქმით, კომპანიამ 2020 წლის თებერვალშივე კრიზისის დაწყებამდე საკუთარი პროდუქციის ერთი წლის მარაგები შექმნა. 

"რადგან ჩვენ გვაქვს კონტაქტი უცხოელ პარტნიორებთან, გასული წლის თებერვლის ბოლოს უკვე მიგვანიშნებდა იმას, რომ რაღაც ხდება. თებერვლის დასაწყისში მაქსიმალურად გავზარდეთ მარაგები ყველა ოფისში. ევროპაში, აზიაში, რუსეთში. დავდეთ 1 წლის მარაგი, რაც ძალიან დაგვეხმარა. სწორიც გავაკეთეთ, რადგან რაღაც პერიოდი, როცა ყველაფერი გაჭედილი იყო, ჩვენი ბიზნესი არ გაჩერებულა", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები