მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანია "ელიტ მოტორსი" აგრძელებს სამშენებლო მიმართულებით განათლების მხარდაჭერას (R)

626140c01de01
BM.GE
21.04.22 15:30
768
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია ელიტ მოტორსის შოურუმს ესტუმრნენ.

საგანმანათლებლო ვიზიტი „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრ კომპანიასთან, ICCA-ს ჩართულობით დაიგეგმა. სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ყველა იმ მძიმე ტექნიკას, რასაც სწავლების ფარგლებში, თეორიულ დონეზე ითვისებდნენ. მათ საშუალება მიეცათ დაკვირვებოდნენ ტექნიკის მუშაობის პრინციპს და საკუთარ თავზე გამოეცადათ ყოველი მათგანი.

ელიტ მოტორსის წარმომადგენელმა სტუდენტებს გააცნო Volvo-სა და მისი შვილობილი ბრენდის SDLG-ის უმაღლესი ხარისხის მძიმე სამშენებლო ტექნიკა, როგორებიცაა: გრეიდერი, ექსკავატორ-დამტვირთველი, გრუნტის სატკეპნი და მინი ექსკავატორი.

ირმა ღარიბაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: „კურსის ფარგლებში ეს ვიზიტი პირველი პრაქტიკული გასვლა იყო სტუდენტებისთვის. მსგავსი პრაქტიკული გამოცდილების მიღება კურსში რომ ჩავსვათ იქნება არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ თუნდაც დღევანდელი ვიზიტი განაპირობა სტუდენტების მხრიდან დიდმა სურვილმა, აინტერესებდათ მანქანა-დანადგარების სამუშაო მუშაობის პრინციპის ნახვა, სწორედ ამიტომ დავუკავშირდი „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას“ და მათი დახმარებით დაიგეგმა და შედგა ელიტ მოტორსში სტუდენტების ვიზიტი. ვფიქრობ, რომ მსგავსი პრაქტიკული გასვლები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის სამომავლოდაც“.

პრეზენტაციის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება მიეცათ გამოეცადათ ელიტ მოტორსის ოპერატორთა სასწავლო ცენტრის სიმულაციის დანადგარები და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით თვითონ ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში.

ლუკა მანჯგალაძე, სტუდენტი: „ვიზიტის ფარგლებში გავეცანით სამშენებლო ტექნიკას, რომლებიც სწავლის პერიოდში გავიარეთ. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკულად ნახო თუ როგორ მუშაობენ ის სამშენებლო მანქანები, რომლებთანაც სამომავლოდ აქტიური შეხება გვექნება. არ ვიცოდი საქართველოშიც თუ იყო შესაძლებლობა სიმულატორების საშუალებით ესწავლათ მანქანა დანადგარების მართვა და ძალიან მიხარია ელიტ მოტორსი მსგავს შესაძლებლობას რომ იძლევა“.
ელიტ მოტორსის გენერალური დირექტორის ზვიად ანთელიძის თქმით, სტუდენტების ვიზიტი ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ სფეროში სამომავლოდ დასაქმებული ახალგაზრდებისათვის აქედანვე აუცილებელია შეხება ჰქონდეთ უმაღლესი ხარისხის დანადგარებთან, რაც თავის მხრივ მათ სამომავლო მაღალკვალიფიციურობას განსაზღვრავს.

ანა საბახტარიშვილი, ICCA-ს აღმასრულებელი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ კომპანია “ელიტ მოტორსი” ყოველთვის მზად არის, უმასპინძლოს სტუდენტებს და ის სამშენებლო მიმართულებით განათლების ხელშემწყობი და აქტიური მხარდამჭერია, რაც ასე ძალიან სჭირდება ინდუსტრიას.”

სტუდენტებისგან წამოსული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ელიტ მოტორსი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ასოციაციის დახმარებით სამომავლოდაც გეგმავენ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები