28 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება — FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ უძრავი ქონების სფეროს ჟიური აშშ-დან, ევროპიდან, აზიიდან, რომლებმაც, ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, ღონისძიების გამარჯვებულები გამოავლინეს.
საინჟინრო კომპანია "იმპოსტი მეპს’’ უძრავი ქონების პროექტების ეროვნული გალა-დაჯილდოებაზე საქართველოში "ლიდერი საინჟინრო ორგანიზაციის’’ სპეციალური ჯილდო გადაეცა.
გამარჯვებულები მონაწილეობას საერთაშორისო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d”Excellence Awars-ზე მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ "იმპოსტი’’ არის ღონისძიების მონაწილე ერთადერთი სამშენებლო და საინჟინრო კომპანია.
"იმპოსტი მეპ’’ ქართულ საინჟინრო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირებასა და მონტაჟს შემდეგი მიმართულებებით:
სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
გათბობა, გაგრილება და ვენტილაცია;
წყალგაყვანილობის სისტემები;
ელექტროობა და სუსტი დენები.
R