მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "სოფმარი“ კვალიფიციურ კადრებს ეძებს

63adf1f652b88
ალა ისპირიანი
30.12.22 00:05
4330
გადამზიდავი კომპანია "სოფმარი“ კვალიფიციურ კადრებს ეძებს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ვახტანგ ალანიამ „ საქმის კურსში“ განაცხადა.

მისი თქმით, რკინიგზის, ნავსადგურის და საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით კადრებზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ განათლების სფერო პროფესიონალების მომზადებას ვერ უზრუნველყოფს.

"კადრების დეფიციტი გვაქვს. მაგალითად, დიდი პრობლემაა ექსპედიტორის. ვფართოვდებით და გვჭირდება ახალი პროფესიონალი კადრები, მაგრამ სამწუხაროდ არ არის. ჩვენით ვზრდით, ვასწავლით, მაგრამ ამას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. 

განათლების სფერო სამწუხაროდ ვერ უზრუნველყოფს და ვერ ამზადებს პროფესიონალ ხალხს ამ სფეროში. რკინიგზა, ნავსადგური, საზღვაო გადაზიდვები ძალიან საინტერესოა და გვჭირდება პროფესიონალები“, - ამბობს ვახტანგ ალანია.

შეგანსენებთ, რომ ბოლო დროს თითქმის ყველა სფეროში კადრების დეფიციტზე საუბარი გახშირებულია. კომპანიების ნაწილი მიიჩნევს, რომ კადრების დეფიციტის პრობლემა 2023 წელს კიდევ უფრო გართულდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები