მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "უსული" ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში ერთვება - რას სთავაზობენ მომხმარებელს?

61324bcaa63a4
მარიამ იზორია
03.09.21 22:30
954
ნატურალური საგვარეულო რეცეპტით დამზადებული ხელნაკეთი კოსმეტიკის, თავის მოვლის საშუალებებისა და სამკურნალო პროდუქციის მწარმოებელი სტარტაპი „უსული“ ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში ერთვება და ორჯერადად აცრილ მომხმარებელს ვაქცინაციის ცნობის წარდგენის შედეგად სამი თვის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე, 20-50 %-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

„უპირველესად ჩვენ სოციალური და მწვანე საწარმო ვართ, შესაბამისად, „უსულის“ თითოეული წარმომადგენელი მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ორმაგად ვგრძნობთ, ასევე ჩვენთვის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა პრიორიტეტია, ამიტომ გვსურს კამპანიაში ჩართვით თანამოქალაქეები, ჩვენი ერთგული და პოტენციური მომხმარებელი წავახალისოთ“- განმარტავენ „უსულის“ დამფუძნებლები bm.ge-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები