მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანია "რაუხი" და ნაბეღლავის ჩამომსხმელი კომპანია სს "წყალი მარგებელი" ერთობლივ წარმოებას იწყებენ

594e4450b38f2
BM.GE
24.06.17 14:49
4642
ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია „რაუხი“ ნაბეღლავის ჩამომსხმელ კომპანია სს „წყალ მარგებელთან“ ერთობლივ წარმოებას იწყებს.

კომპანია „წყალ მარგებელს“ 2017 წელს 20 წელი შეუსრულდა, ამ საიუბილეო თარიღს ემთხვევა  გურიაში, სოფელ ნაბეღლავში, კომპანიის ახალი, მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხნის გახსნა რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

ამ ქარხანაში „წყალი მარგებელი“ აწარმოებს, როგორც მინერალურ წყალ „ნაბეღლავსა“ და წყაროს წყალ „ბახმაროს“, ასევე „რაუხის“ წვენებს, ცივ ჩაის, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში წარმოებული საერთაშორისო ბრენდის პროდუქტი მრავალ ქვეყანაში გავა ექსპორტზე.

„რაუხი“ 1919 წლიდან ევროპის ლიდერი კომპანიაა ხილის გადამუშავებასა და წვენების წარმოებაში. „რაუხი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.
ამ ქარხნის საინვესტიციო ღირებულებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა, პროექტი განხორციელდა ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, ასევე EBRD-ის თანამონაწილეობით.

ქარხანა თანამედროვე ინდუსტრიის თვალსაჩინო ნიმუშია, იგი სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს და რეგიონის უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს. აშენდა 20 000 კვადრატული მეტრის ახალი შენობა და ხიდი მდინარე გუბაზეულზე, ასევე მოეწყო გარე ინფრასტრუქტურა 3 ჰექტარზე. დამონტაჟდა შვიდი საწარმოო ხაზი. ქარხნის ტექნოლოგიური დაგეგმვა და აღჭურვა სრულად უზრუნველყო მსოფლიოში ცნობილმა კომპანიებმა „Krones”-მა და „Tetra Pak”-მა. ქარხნის გათბობა-გაგრილებისთვის გამოიყენება განახლებადი ენერგია.

„რაუხისა“ და „წყალი მარგებლის“ თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ექსპორტის ზრდასა და ეკონომიკურ წინსვლაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები