სახელმწიფო ტენდერებში ფასთა ინდექსაციის როგორც სავალდებულო პუნქტის არსებობაზე ბიზნესი ისევ საუბრობს - ამბობენ, რომ ისეთ გარემოში, როდესაც, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ ბაზარზე მუდმივი რყევებია, ბიზნესს სჭირდება დაზღვევის მექანიზმი. სამშენებლო კომპანია რეფორმას დამფუძნებელი გეგი ქელბაქიანი ამბობს , რომ სახელმწიფო შესყიდვებში გამოწვევაა ფასწარმოქმნაც. როგორი იყო 2023 წელი სამშენებლო სექტორისთვის და თავად კომპანია რეფორმასთვის, რა მიმართულებით სჭირდება დღეს სექტორს სახელმწიფოს მხარდაჭერა და რა მოლოდინები აქვს გეგი ქელბაქიანს 2024 წელთან მიმართებით?
სტუმარი: გეგი ქელბაქიანი - Reforma construction management company-ის დამფუძნებელი; ინტერვიუერი: ანუკა ჯოხაძე - #BMG-ის რეპორტიორი;