საქართველოში ლატარიას ახალი კომპანია ჩაატარებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი”. აღნიშნული კომპანია საქართველოს საჯარო რეესტრის სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება. შესაბამისად უცნობია ვის მფლობელობაშია ის, ან არის თუ არა ქართული კომპანია. ფინანსთა სამინისტროში კომპანიასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ აკეთებენ და მხლოდ იმას ამბობენ, რომ ის საქართველოშია რეგისტრირებული.
აღნიშნული კომპანია იქნება ექსკლუზიური უფლების მფლობელი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე და იგი საქართველოში ლატარიის ორგანიზებას უზრუნველყოფს 10 წლის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლატარიის ორგანიზება-ჩატარების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ ტენდერი 2016 წლის 12 დეკემბერს გაიმართა.

























