მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია, რომელმაც, უმოკლეს დროში, 300-ზე მეტი კლინიკის სრული ნდობა მოიპოვა (რ)

კომპანია, რომელმაც, უმოკლეს დროში, 300-ზე მეტი კლინიკის სრული ნდობა მოიპოვა
24.08.24 09:33
328

სწრაფად მზარდ და ცვალებად სამედიცინო ბაზარზე, სადაც კონკურენციაც ძალიან მაღალია, აუცილებელია, რომ ფეხი აუწყოთ ცვლილებებს და იზრუნოთ მუდმივ განახლებაზე და განვითარებაზე.

მომხმარებელი კლინიკას ირჩევს, პირველ რიგში, ხარისხით. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად სანდო და ზუსტია ის სამედიცინო მოწყობილობები, რომელსაც სამედიცინო დაწესებულება იყენებს. პროდუქცია უნდა იყოს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ხარისხის სტანდარტების სრული შესაბამისობით.

თქვენი კლინიკა რომ ჯანდაცვის მოთხოვნების შესაბამისად აღიჭურვოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო პროდუქციით, ამისათვის არსებობს კომპანია, რომელიც უმოკლეს ვადაში მოგაწვდით პროდუქციას და, პარალელურად, შეძლებთ მათი საინჟინრო მომსახურებით სარგებლობასაც.

4Hospitals სამედიცინო პროდუქციის და სერვისების პროვაიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2014 წლიდან დღემდე, 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან თანამშრომლობს სრულიად საქართველოს მასშტაბით.

მისი სწრაფვით ინოვაციებისკენ, პორტფელში არსებული ყველაზე მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქციით, სწრაფი და უწყვეტი მომარაგებით, პროფესიონალ ინჟინერთა გუნდით, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო კომპანიებთან პარტნიორობით, მუდმივად მზარდი, მაღალკვალიფიციური გუნდით და სხვა მრავალი შემადგენელი კომპონენტით, 4ჰოსპიტალსს ლიდერი კომპანიების ხუთეულში გამორჩეული ადგილი უკავია.

ეს არის კომპანია, რომელმაც, უმოკლეს დროში, 300-ზე მეტი კლინიკის სრული ნდობა მოიპოვა.

4Hospitals-ის მიერ განხორციელებული პროექტების სერიაში, გაგაცნობთ კიდევ ერთ კლინიკას:

პროექტების ნახვა შეგიძლიათ კომპანიის ვებ-გვერდზე: https://4hospitals.ge/ganxorcielebuli-proeqtebi/

პროდუქციის შერჩევის პროცესი თქვენთვის უფრო მარტივი რომ ყოფილიყო, 4ჰოსპიტალსმა გახსნა განახლებული შოურუმი, სადაც შეგიძლიათ ადგილზე გაეცნოთ სხვადასხვა მიმართულების პროდუქციას, საერთაშორისო ბრენდებს, შეაფასოთ ხარისხი და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

შოურუმში წარმოდგენილია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

პროდუქცია შესაბამის განყოფილებებში ისეთი სიზუსტითაა განლაგებული, რომ შეიქმნა კლინიკის ანალოგი, სადაც მნახველს შეუძლია გაეცნოს თითოეულ დეტალს და სპეციფიკაციას.

გვესტუმრეთ მისამართზე: ლუბლიანას #28

სიახლეებისთვის და კატალოგის სანახავად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები