მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხეები გადაჰქონდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს უპირისპირდება

5bc46679d0363
თამუნა დემეტრაშვილი
15.10.18 14:04
1768
კომპანია "ზიმო", რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის სამუშოებს ასრულებდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს უპირისპირდება. კომპანიამ, უწყების წინააღმდეგ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში 5 სარჩელები შეიტანა. საუბარია სატენდერო დოკუმენტებში არსებულ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუკი პრეტენტენტს სარეგისტრაციო დოკუმენტებში უფიქსირდება ყადაღა, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, ან გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, მისი ტენდერიდან დისკვალიფიკაცია ხდება. "ზიმო“ აღნიშნულ ჩანაწერს უსამართლოს უწოდებს და მის გაუქმებას ითხოვს. კომპანია სარჩელში ადასტურებს, რომ ,,ზიმოს“ კონკრეტულ ქონებებს (ავტოსადგომებს), სასამართლოს განჩინებით, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა მართლაც ადევს, თუმცა აღნიშნავს, რომ სადაო თანხა სულ რამდენიმე ათასი ლარია, რასაც კომპანია არ აღიარებს. ამასთან დასძენს, რომ ეს დავა "ზიმოს“ მრავალმილიონიანი ქონების ქონების პირობებში, სატენდერო მოთხოვნების შესრულებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

"სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც ჩვენი სასამართლო სისტემის გადატვირთულობიდან გამომდინარე რამდენიმე წელი გრძელდება. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას საკუთრებაში გააჩნია რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების ქონება, კონკრეტულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღა/აკრძალვა, როდესაც დავის საგნის ღირებულება რამდენიმე ათასი ლარია, ვერანაირად ვერ მოახდენს ზეგავლენას კომპანიის მიერ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში სამუშაოების შესრულებაზე.“-აღნიშნულია სარჩელში. "ზიმოში“ მიიჩნევენ, რომ კომპანიის დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, აღნიშნული ტენდერები, მათი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, კონკურენტული არ იქნება.

გასაჩივრებული ტენდერების ღირებულება ჯამში 23 მილიონ ლარს აღწევს, მათ შორისაა მცხეთაში, მდინარე მტკვარზე ხიდის მშენებლობისა და სნო-ჯუთა, როშკა, შატილი, ომალოს მიმართულებით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერები. რაც შეეხება კომპანია ,,ზიმოს“, ის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიად ითვლება და ჯამში სხვადასხვა დროს 100 მილიონამდე ლარის ღირებულების სახელმწიფო დაკვეთა აქვს შესრულებული, ძირითადად აჭარის ტერიტორიაზე. მისი მსხვილი დამკვეთი იყო ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტიც. კომპანია 2010 წელსაა დაფუძნებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები