მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანია, რომელსაც myvideo, imovies-ი და adjaranet-ი ეკუთვნის

5d3ffb6954eb4
შოთა ტყეშელაშვილი
30.07.19 12:25
7966
რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ყველაზე პოპულარული ონლაინ სტრიმინგ ვებ-გვერდი adjaranet.com-ი შპს “დიჯითალ ედს”-მა შეიძინა. უცნობია თანხა, რაც კომპანიამ თემურ უგულავას მიერ დაფუძნებული ვებ-გვერდის შესაძენად გადაიხადა.

adjaranet-ის მფლობელის ცვლილებამ საქართველოს ონლაინ სტრიმინგის ბაზარზე არსებული ვითარება უკვე შეცვალა, რადგან დღეის მდგომარეობით, ბაზრის სამი მთავარი მოთამაშე - adjaranet.com-ი, imovies.ge და myvideo.ge ერთი მფლობელის ქვეშ გაერთიანდა.

adjaranet-ის ბრენდული სახელის მიუხედავად, კომპანიის იურიდიული სახელია შპს “სი ჯი ელ”-ი, რომლის მესაკუთრედაც ბიზნეს რეესტრში ამ დრომდე ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია ქროსვეისს-ი ითვლება.

რაც შეეხება კომპანია “დიჯითალ ედს”-ს ის 2012 წელს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილი ბიზნესმენ ლევან ჭიორელს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი კი ირაკლი ცინცაძეა. დღეისთვის “დიჯითალ ედს”-ი კიდევ რამდენიმე ქართულ კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა - fly.ge, amindi.ge და taripebi.ge. კომპანია, ვებგვერდების ოპერირებასთან ერთად, მათში რეკლამის განთავსებით არის დაკავებული. კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც დღეს “დიჯითალ ედს”-ის პროექტს წარმოადგენს არის საინფორმაციო ვებგვერდი news.ge.

“დიჯითალ ედსი”-ს დამფუძნებელი ლევან ჭიორელი კიდევ რამდენიმე ბიზნესში მონაწილეობს, მათ შორისაა, ე.წ. ღრუბლის მწარმოებელი საწარმო დენოლა და საკვები პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია “ფუდლაინ 2012.”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები